ლევან იოსელიანი - ოპოზიციურ ლიდერებს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ, ეს არის სამწუხარო ამბავი - დღეს ერთადერთი გამოსავალი დიალოგია

„მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ის ნიკა მელიას მსგავსად 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატი იყო და იცის, რომ „ეს საქმეები ვერავითარ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და პოლიტიკურად მოტივირებულია”.

როგორც იოსელიანმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მელიას დაკავება სამწუხარო ამბავია და ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია.

„ოპოზიციურ ლიდერებს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ. ეს არის სამწუხარო ამბავი. დღეს ერთადერთი გამოსავალი დიალოგია.

ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა მელიაა დაკავებული, იყო დაკავებული ბესიკ თამლიანი, რომელსაც მე ვიცავდი. ვიცი, ამ საქმეში რა სტანდარტის მტკიცებულებები დევს. ვიცი, რომ ეს საქმე 20 ივნისის სხვა მონაწილეების საქმეების მსგავსად ვერავითარ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და არის პოლიტიკურად მოტივირებული”,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა