ნინო ლომჯარია - ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიაჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ გააჩნია. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

"ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები", განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში პოლიციის შესვლის და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების პროცესის შესახებ ვითარება აღუწერეს.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პარტიის ოფისში პოლიციის შესვლის შემდეგ "ყოველგვარი ზღვარგადაცილებული ვითარება იყო".

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)