ნიკოლოზ სამხარაძე - ვადასტურებთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას, რომ არასასიამოვნო ფაქტია, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში მიდის, თუმცა მან და მისმა პარტიამ აირჩიეს ასე

ვადასტურებთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას, რომ არასასიამოვნო ფაქტია, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში მიდის, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო - მან და მისმა პარტიამ აირჩიეს ასე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე უცხოელი პარტნიორების კრიტიკის პასუხად გააკეთა.

სამხარაძის თქმით, ნიკა მელიას დაკავებაზე კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოსალოდნელი იყო. მისივე განცხადებით, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, თუმცა არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უთქვამს, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა და საჭირო გახდა ნიკა მელიას დაპატიმრება. მას ყველა ბერკეტი ჰქონდა, რომ გადაეხადა გირაო, საპატიმროში არ წასულიყო და ეღიარებინა ბრალი, რასაც სხვადასხვა ინტერვიუში ისედაც აღიარებს. ეს იქნებოდა გამოსავალი - შეგვეძლო საკითხი მშვიდობიანად დაგვეხურა და იმ უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე გადავსულიყავით, რაც ქვეყანას სჭირდება. ხელისუფლებასა და პოლიციას სხვა გზა აღარ ჰქონდა. თუ გვინდა კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ, ეს იყო აუცილებელი ქმედება“, - განაცხადა სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი დღესაც არსებობს, მელია შეიძლება გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან, თუ ის საჯარო განცხადებას გააკეთებს და დანაშაულს მოინანიებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა