ელენე ხოშტარია - ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე!

დღეს ნიკა მელია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით, - ასე მიმართა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

როგორც მან აღნიშნა, იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე.

„დღეს, ნიკა იმის მიუხედავად, რომ მოიტაცეს და სადღაც გამოკეტეს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით. ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული, გამბედაობა, იდეა და ის არასდროს გაჩერდება, ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ერთად ბევრად უფრო მეტნი და ძლიერები ვართ, რადგან ჩვენს მხარესაა სიმართლე. ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე. ნიკა მელიას დაჭერა ერთი ადამიანის გამოკეტვას სცდება. ძალიან გთხოვთ, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე!

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო