„ემპათია“ - ნიკა მელიას დაპატიმრება ქართველი ხალხის დაშინებას და გაყალბებული არჩევნების შედეგად ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობას ემსახურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ხოლო მისი დაპატიმრება მხოლოდ ქართველი ხალხის დაშინებას ემსახურება. ამის შესახებ განცხადებას „ემპათია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გავრილოვის ღამეს“ პარლამენტის შენობაზე შტურმის დამაჯერებელი მტკიცებულებები პროკურატურას არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება ნიკა მელიას მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამოვლინებაა და სამართლიანი სასამართლოს არარსებობაზე მიუთითებს.

ნიკა მელიას მიერ სამაჯურის მოხსნა და გირაოს გადახდაზე უარის თქმა უნდა იქნას განხილული გამოხატვის თავისუფლების კენტექსტში, ვინაიდან დაუმორჩილებლობის აქტი თავისთავად წარმოადგენს პროტესტის კლასიკურ ლეგიტიმურ ფორმას. ამის კლასიკური მაგალითია არაძალადობრივი წინააღმდგეგობის მაჰატმა განდისეული მოძრაობა ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის https://www.mkgandhi.org/ebks/mindofmahatmagandhi.pdf ამგვარ მეთოდს მიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე ეროვნულმა მოძრაობამ 80 - იან წლებში, რაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. შესაბამისად, 23 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავზე ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და მისი ლიდერის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ ქართველი ხალხის დაშინებას და გაყალბებული არჩევნების შედეგად ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა