ანზორ მელია - არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ - საქართველოს სიყვარულის გამო დაიჭირეს

არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ, შვილი დაიჭირეს საქართველოს სიყვარულის გამო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ვითარების ასეთი განვითარებისთვის მზად იყო და ელოდა კიდეც.

„ნამდვილად ველოდი. მთელი ღამე არ მიძინია. დილას როდესაც ვნახე, მეუღლესაც ვუთხარი, რომ დაიწყო-მეთქი და ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, სისხლი არ დაიღვარა. ბედნიერი ვიყავი, რომ მთელი ღამე ნიკასთან ერთად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ და ნიკას მხარს უჭერდნენ.

მე არ ვურეკავდი ნიკას და არც მივდიოდი ოფისში, იმიტომ, რომ ნიკა ჩემს დანახვაზე ყოველთვის ნერვიულობს, ამიტომ ამის საფუძველს არ ვაძლევდი.

ნიკა ბოლო ორი თვეა არ მინახავს, რადგან არც ოჯახისთვის, არც მშობლებისთვის არ ეცალა. თავი ჰქონდა გადადებული“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ანზორ მელია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა მის შვილს ჯერ სასჯელი მისჯილი არ აქვს, „ტერორისტს“ ნუ უწოდებენ.

„კაცს მისჯილი არ აქვს და „ტერორისტს“ უწოდებენ. არ შეიძლება ასე, ჩვენ ხომ ერთი მუჭა ხალხი ვართ. ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიშრომოთ და ავაღორძინოთ ეს საქართველო. ნიკამ რა დაუშავა მაგათ, ის, რომ მილიონების შოვნაში ხელს უშლის? არ შერჩება არავის მოპარული ფული, არ შერჩება არავის ასეთი ცირკის გამართვა, რაც დღეს გამართეს მაგათ“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს