ნინო ბურჯანაძე - შეუპოვრად ვიბრძოლებთ, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად, კონსტიტუციური მეთოდებით გამოვყაროთ კაბინეტებიდან

დიახ, ჩვენ თქვენთან ერთად შეუპოვრად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად, კონსტიტუციური მეთოდებით, მაგრამ გამოვყაროთ ამ კაბინეტებიდან,- ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანი ვინც სიმართლისთვის იბრძვის ხვალინდელი საქართველოს წინაშე პირნათელი იქნება.

"მინდა ვკითხო ჩვენს ხელისუფლებას, დღესაც ევროპაზე აკეთებდნენ განაცხადებს, რომელ ევროპაზე ლაპარაკობთ 23 თებერვალს, ოპოზიციური ოფისის დამრბევი ხელისუფლება? რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ ოპოზიციური პარტიების ოფისი დარბეული?!მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს ვინც არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ან პარლამენტში, აქ ბევრი ადამიანი ვართ, ვინც ამ შენობაში ვყოფილვართ სხვადასხვა კაბინეტებში და პარლამენტშიც. მუდმივი არაფერია, უბრალოდ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ღირსეულად გამოხვიდე იმ კაბინეტებიდან და იმ სართულებიდან, სადაც ხარ. ამას ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს. დიახ, ჩვენ თქვენთან ერთად შეუპოვრად ვიბრძოლებთ, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად, კონსტიტუციური მეთოდებით, მაგრამ გამოვყაროთ ამ კაბინეტებიდან არჩევნების შედეგად, მაგრამ გამოვყაროთ და აუცილებლად გამოვყრით, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას საქართველოს დაჩოქება უნდა! ამ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არაფერი გაუკეთებია 8 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ ამ ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება, რომ ამ ქვეყანაში მართლა დარჩეს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ღირსეულად იქნება და მალე ჩვენ გვერდით იქნება. ძალიან მალე მოვიპოვებთ არჩევნებსაც და ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას შევაწყვეტინებთ პოლიტიკურ დევნას", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო