მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი

„მოგიწოდებთ ყველას განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დღეს ჩვენ, მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ დემოკრატიის და თავისუფლების გადასარჩენად,- ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველო კრიტიკულ მომენტში იმყოფება.

„ბოლო წლებია ვუყურებთ, როგორ მიდის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუციების მოგუდვა. სასამართლოს, პროკურატურის, თავისუფალი სიტყვის ჯიბეში ჩადება. დღეს გავრილოვის თემაზე აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს 40 ათასი ლარის გამო, როცა ამ შენობაში ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავენ და ამას შეცდომას ეძახიან. ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით, იმიტომ, რომ შეიძლება გავიღვიძოთ საბჭოთა კავშირში.

მინდა მივმართო „ოცნების” მხარდამჭერებს, ნუ მიყვებით ინერციას და არგუმენტი იმისა, რომ 9 წლის წინაც ასე იყო, ჩემთვის აღარ მუშაობს. მინდა ვიყურო მომავალში, მინდა ჩემს შვილებთან, ჩვენს შვილებთან ერთად ახალი და ძლიერი საქართველო ავაშენო. მე მინდა ამ ქვეყნის გაერთიანება თქვენთან ერთად, მშენებლობა, ეკონომიკის აღორძინება, აფხაზეთის დაბრუნება და ყველაფრის, რაც წაგვართვეს, ჩვენი ემიგრანტების დაბრუნება და წარსულში მაყურებელი ადამიანი, ქართველი კაცი, რომელიც ვერ გადალახავს იმ ამპარტავნებას, რომ მელაპარაკოს 18 წლის წინანდელი ამბებით, წინ ვერ წავა”,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, დემოკრატია ნიშნავს იმას, ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

„დაგვემართა ის, რომ გადავყევით “ფეისბუქზე” და კლავიატურაზე რაღაცების აკრეფას, ტელევიზორის ყურებას და ველოდებით, რომ კიდევ ვიღაცა მოვა და ის დაალაგებს სიტუაციას: არავინ არ მოვა. დემოკრატიული სისტემა ნიშნავს, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ამ ქვეყნის პატრონი, ქუჩა იქნება ეს, სოფელი თუ ქალაქი. ეს მოძრაობა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე.

დღეს ჩვენთან არის მთელი ცივილური მსოფლიოს ყველა ცივილური ადამიანი. გამოსავალი არის ერთი, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. თუ ამას არ მივაღწიეთ დროზე, ქვეყანაში ტანკები მონაგონი იქნება. 20% კი არ იქნება ოკუპირებული, მენტალურად გვექნება საქართველო დაკარგული!.- განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო: მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა