ხატია დეკანოიძე - ვერ გადაუვლით თავისუფალ ადამიანებს - ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბიძინა ივანიშვილის, როდიონოვებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ

თავისუფლების ხაზი გადის თქვენს გულებში, ვისაც არ გსურთ, რომ ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და უბედურების, ამ ქვეყნის მომავალის განჭვრეტის უნარის არ მქონე ადამიანის საკუთრებაში იყოს, - ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მოქალაქეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ადამიანების მონებად გადაქცევა არ გამოუვათ.

„დღეს წითელი არმიის დაბადების დღეს, ბოლშევიკების, ოლიგარქების, საბჭოთა გადმონაშთების არმია, პოლიცია შემოუვარდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისს, გამოიყენა ძალა, იძალადა ადამიანებზე და დააპატიმრა ნიკა მელია.

ეს იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მოდის ამ შენობიდან, მთავრობის კანცელარიიდან, ბოლშევიკებისგან, ადამიანებისგან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ დაისაკუთრონ, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ნიკას ციხეში გამოკეტვით თავისუფლებას საბოლოოდ წაგვართმევენ. მაგრამ მე მახსოვს ნიკას ბოლო სახე, ძალიან ღირსეული, მისი ღირსეული ნაბიჯი, რომელიც გადადგა. ამ ქვეყანაში ყველას, ოლიგარქებს, მის ჯამბაზებს, მის რეგვენ და ამორალურ მსახურებს უნდათ გადაგვაქციონ მონებად, რომელიც არ გამოუვათ. დღეს ჩვენ, ჩემი მეგობრები, ნიკასთან ერთად ვიყავით ყველაზე ამაყები, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ოფისში იცავდნენ თავისუფლებას. დიახ, იქ გადიოდა თავისუფლების ხაზი, აქ გადის თავისუფლების ხაზი, თავისუფლების ხაზი გადის თქვენს გულებში, ვისაც არ გსურთ, რომ ეს ქვეყანა ერთი ჯამბაზის, პრორუსის და უბედურების, ამ ქვეყნის მომავალის განჭვრეტის უნარის არ მქონე ადამიანის საკუთრებაში იყოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, დაჭერა არ არის ტრაგედია, განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ნიკა მელიაა.

„ციხე და ის სიმხდალე, რომელიც მათ გამოიჩინეს იარაღის ჟღარუნით, კუნთების ჟღარუნით, მხუთავი გაზით, რომელიც გაუშვეს პატარა ოთახებში და ადამიანები დაიწამლნენ, თავისუფლებისთვის განაჩენი არაა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ღირსებასა და თავისუფლებას ვერავინ წაგვართმევს, ეს უნდა დავიბრუნოთ, როცა ეს ქვეყანა ერთი ადამიანის საკუთრება აღარ იქნება, როცა ერთი ადამიანი არ გადაწყვეტს ვინ გაუშვას ციხეში, ვის მიუსაჯოს გირაო, მისი და გავრილოვების დავალებები შეასრულოს, როდის გამოუშვას ოპოზიციური პარტიების ოფისში როდიონოვები. ჰოდა, „ჰაკიმ ფაშა“, როდიონოვო, გავრილოვებო, მხდალებო, ლაჩრებო, დილის ხუთ საათზე მოხვედით მძინარე მშვიდობიან ადამიანებთან და გადაწყვიტეთ გამოგეყენებინათ ძალა. დღეიდან ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, აღარ არის პარტიების განსხვავებების დრო. რამდენს დაგვიჭერენ? დღეს ნიკას დაიჭერენ, ხვალ თქვენ, მე დამიჭერენ, როცა უსამართლობა კარებზე გვიკაკუნებს მოუსავლეთში უნდა გავისტუმროთ. გაუმარჯოს ჩვენს წამოწყებას და იმ ადამიანებს, ნიკას თამადობით, ვინც თავი გასწირა და მიხვდა, რომ ამ ქვეყნაში ღირსება და თავისუფლება, ევროატლანტიკური მისწრაფებები მნიშვნელოვანია. ვერ გადაუვლით თავისუფალ ადამიანებს. ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბიძინა ივანიშვილის, როდიონოვებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ. არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში!“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა