ბექა ბასილაია - ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა არის ახლოს და ეს ბრძოლა იქნება გამარჯვებით დაგვირგვინებული

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა არის ახლოს და ეს ბრძოლა იქნება გამარჯვებით დაგვირგვინებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მელია თავს მხნედ გრძნობს და „ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს“.

„დაახლოებით, ნახევარი საათის წინ დიტო საძაგლიშვილი, გიორგი კონდახიშვილი და მე შევხვდით ნიკა მელიას და სალამი ნიკასგან თქვენ! ნიკა ახლა არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს, ისეთი მხნე, როგორც არასდროს და ისეთი ლაღი, როგორც არასდროს და გესალმებათ ყველას! მადლობას გიხდით ყველას იმ სიმშვიდისთვის და შეუპოვრობისთვის, რაც აჩვენეთ დღეს და ამ დღეებში. ის არის დარწმუნებული, რომ გადამწყვეტი ბრძოლა არის ახლოს და ეს ბრძოლა იქნება გამარჯვებით დაგვირგვინებული იმიტომ, რომ ასეთია ნება ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება! წინ გამარჯვებისკენ! გაუმარჯოს ნიკა მელიას!“ - განაცხადა ბასილაიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო