ჰანს ვან ბაალენი - "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებთ, ოპოზიციასთან ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების თარიღის დასადგენად ითანამშრომლოს

ღრმად შეშფოთებული ვარ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელია პარტიის შტაბ-ბინაზე ცრემლსადენი გაზით თავდასხმის გზით დაკავების გამო,- ამის შესახებ პარტია “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტის ჰანს ვან ბაალენის განცხადებაშია აღნიშნული.

“ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას", შეუერთდეს ოპოზიციას და ერთად იმუშაონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ამ კვირის ბოლოს შეიკრიბებიან, გაგზავნონ იგივე მკაცრი გზავნილი,“- აცხადებს “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი.

ჰანს ვან ბაალენი მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

”სასწრაფოდ ვითხოვთ თავშეკავებას, სიმშვიდეს და პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას პარლამენტში და არა ოპოზიციური ფიგურების სასტიკი და თვითნებური დაპატიმრებების გზით,“- აღნიშნულია ჰანს ვან ბაალენის განცხადებაში.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)