ფრიდონ ინჯია - ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი არ იყო, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს

ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო - სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მელია სხვის თამაშს თამაშობდა და ახლა მას შეუძლია გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ქართველი კაცის დაპატიმრება ვის გაუხარდება, არავის ალბათ….მე მაინც იმედი მქონდა, რომ ნიკა მელია გადაიხდიდა იმ გირაოს, რადგან ერთხელ უკვე გადაიხადა, მე ასე მეჩვენება, რომ ის თავის თამაშს არ თამაშობდა. ვფიქრობდი, რომ გადაიდიდა გირაოს, არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი აქ არ იყო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არის მთლიანად "ოცნებაზე" და ამ შემთხვევაში იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილება რაც არ უნდა იყოს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს. მას აქვს ყველანაირი უფლება ადვოკატის მეშვეობით ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იმედი მაქვს, რომ თუ ითანამშრომლებს შეღავათიც ექნება, თუ დანაშაული აქვს. მაგრამ ასეთ დანაშაულებზე როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გინდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მკაცარი ზომები მიიღეს", - განაცხადა ინჯიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო