ანზორ მელია - ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს - მთავრობას მივმართავ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება

ნიკა ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს - მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

ასევე ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი შვილის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

“მიუხედავად მძიმე დღეებისა, მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილის გვერდით ამდენ მოსიყვარულე თვალებს ვხედავ. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი, ასეთ ასაკში ასეთი სიყვარულის მოპოვებას. ნიკა, თუ როგორი შემტევი, როგორი თავდაუზოგავი, როგორი ენერგიულია, ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლესა და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა! მე ვიცი, რომ ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს! ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო