ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა

ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენს სამშობლოს, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ახალ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარი. გპირდებით, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის გაცილების ცერემონიალს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა: შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი 10-წლიანი გეგმა; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას; განვითარდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და მინისტრის ინიციატივით, მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ექნება; განვითარდა სამხედრო მრეწველობა; მოძველებული ტექნიკა უახლესი ბრენდების ტექნიკით ჩანაცვლდა; განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები - 60 ლოკაციაზე 250-მდე სამხედრო ობიექტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გარემონტდა; სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირება და თავდაცვის ძალები აღიჭურვა ნატო-ს სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ფორმებით და ფეხსაცმლით; გაუმჯობესდა კვების რაციონი და ჯანმრთელობის დაცვის პირობები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა