ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე დღეს ავტოკოლონებით მსვლელობა მოეწყობა

დღეს, 24 თებერვალს, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელიაა მოთავსებული, მანქანების კოლონით მსვლელობას გეგმავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, ავტოკოლონით გადაადგილება 14:00 საათზე დაიწყება და ისინი ამ ფორმით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობა გაიმართება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს