სალომე სამადაშვილი ელჩებთან შეხვედრაზე - გვსურს, გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები და ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება იყოს მათი როლი, რომ დავიწყოთ ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის წარმომადგენლები კომპლექსურად, ბევრი საკითხის განხილვას აპირებენ.

როგორც სამადაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სტრატეგიული პარტნიორი მოუწოდებს ხელისუფლებას შეცვალოს პოლიტიკა, თუ სურს ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაში და ნატო-ში.

“გვსურს, გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები რა მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მათი როლი იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მოუწოდებს ხელისუფლებას შეცვალოს პოლიტიკა, თუ სურს ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაში, ნატო-ში და შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის იმიტომ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობაა ჩვენს წინაშე.

ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ კომპლექსურად ბევრ საკითხზე, რაც შეეხება დასავლეთის მიერ უახლოეს დღეებში და უახლოეს კვირებში განხორციელებულ პოლიტიკას იმისთვის, რომ ადეკვატური იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ გავიდა ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რაც არსებობს საერთაშორისო სამართლის თუ ჩვენი კონსტიტუციის გათვალისწინებით დემოკრატიული არჩეული ხელისუფლების საქციელისგან, რასაც უნდა ველოდებოდეთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ დაესწრებიან და დიპლომატიური კორპუსი მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.

ცნობისთვის, შეხვედრა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს