გივი მიქანაძე - არცერთ მოწოდებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ ამბობენ, რომ კანონის აღსრულება კითხვის ქვეშ უნდა დადგეს

არცერთ მოწოდებაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ ამბობენ, რომ კანონის აღსრულება კითხვის ქვეშ უნდა დადგეს - ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის კანონის აღსრულება და სამართლის პატივისცემა იმპერატიულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიქანაძის თქმით, თუკი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდა, ეს არის ნიკანორ მელიას დამსახურება, რომელიც შეეცადა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა. უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ საპოლიციო ძალები კანონის ფარგლებში მოქმედებდა და მათ პროპორციული ძალა გამოიყენეს.

"ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის დიალოგისკენ მოვუწოდებდით. დიალოგის მაგიდიდან ჩვენ არასდროს გავსულვართ. ყოველთვის ვამბობდით, რომ მაგიდასთან ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა არის შესაძლებელი, ოღონდ საჭიროა გავითვალისწინოთ კონსტიტუციის ჩარჩოები და კანონის მოთხოვნები, რაც არის უმთავრესი და უზენაესი. როდესაც ოპონენტები გვეუბნებიან, ნახეთ, რას მოგვიწოდებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მათი მთავარი მოწოდება არის სიტუაციის დეესკალაცია. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები გეგმავენ და ახორციელებენ, არის პირიქით, რადიკალიზაციისაკენ და ესკალაციისაკენ გადადგმული ნაბიჯები. ცდილობენ პროცესი კიდევ უფრო მეტი ესკალაციისაკენ წაიყვანონ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მიქანაძემ აღნიშნა ისიც, რომ სწორედ საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციას, მიიღონ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, დაემორჩილონ კონსტიტუციას და შევიდნენ პარლამენტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს