გიგა ბოკერია - ამ კატასტროფულ ვითარებაში გამოსავალი ვადამდელი არჩევნები, მელიას, რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა - საქართველოს ყველა მეგობარი, ბოლოს მივა ამ დასკვნამდე

კომბინაციაა ჩვენი საზოგადოების მწვავე, მზარდი პროტესტი და ქართველი ხალხის არჩევანის მხარდაჭერა ქვეყნის გარედან, ჩვენი მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩების განცხადებებში არსებითი ცვლილებაა, რაც განვითარებული მოვლენების ფონზე ბუნებრივია.

„ოპოზიციურ პარტიებს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატებთან და ბუნებრივია ამ სამარცხვინო, რეპრესიული ნაბიჯის შემდეგ, კომუნიკაცია ამ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით მანამდე ელექტრონულად შედგა და ახლა პირადად შეხვედრის შესაძლებლობა იქნება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ ბრიუსელიდან პირველად მოვისმინეთ განცხადებები ამ თემებზე, რომ მხოლოდ ესაა განმუხტვის გზა პოლიტიკური რეპრესიების შეჩერებასა და პოლიტიკური პარტიების გამოშვებასთან ერთად. ამ კატასტროფულ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, მელიას, რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა. საქართველოს ყველა მეგობარი, ბოლოს მივა ამ დასკვნამდე“,-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)