ხატია დეკანოიძე ელჩებთან შეხვედრაზე - ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი იქნება იმაზე, სად მიდის ქვეყანა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი იქნება იმაზე, თუ სად მიდის ქვეყანა.

ამის შესახებ დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრისას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმასაც შეეხება საუბარი.

„ჩვენ გავესაუბრებით ახლა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ სრული ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის მოისმინონ ის ინფორმაცია ჩვენგან, რაც დღეს ხდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, როგორია ჩვენი ხედვა ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანაზე, რა არის აუცილებელი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საუბარი იქნება იმაზე სად მიდის ქვეყანა“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს