დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვები არის დეესკალაცია და მოლაპარაკებებისკენ დაბრუნება, რათა არსებული დაძაბულობა განიმუხტოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენი ბევრი ხმა გავიგეთ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვმასპინძლობ აქ სტუმრებს. ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის მე – შუამავლის როლში და მოუთმენლად ველი ამ საუბრის გაგრძელებას“, - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.