გიგა ბოკერია - დიალოგის სივრცე იქნება მაშინ, როცა აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტით, წნეხით და სანქციების საფრთხით, რაც ივანიშვილს დაემუქრება

ყველა ჩვენს პარტნიორთან საკითხი დასმული გვაქვს ასე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით: სასწრაფოდ ნიკა მელიას და რურუას გათავისუფლება, დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად მომზადება ახალი, ნორმალური ვადამდელი არჩევნებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ელჩებისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, რა პოზიცია ჰქონდათ შეხვედრაზე დიპლომატებს, ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არასდროს საუბრობს პარტნიორების ნაცვლად.

„მე არასდროს არ ვსაუბრობ ჩვენი პარტნიორი დიპლომატების ნაცვლად, მათ პოზიციას გამოხატავს ხოლმე ის საჯარო პოზიცია, რაც მათი დედაქალაქიდან ისმის და რაც მათ განცხადებებშია და ჩვენ ვნახეთ ეს განცხადებები. ყველა, ვინც ქართველი ხალხის სწრაფვას სრული ლიბერალური დემოკრატიისკენ, თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ და პუტინის რუსეთის აგრესიისგან დაცვისკენ მხარს უჭერს, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია. ზოგმა კიდევ უფრო მკვეთრი ფორმით, ზოგმა შედარებით ნაკლებად, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან მკვეთრად ყველა არის უბრალოდ შეშფოთებული კი არა, ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, როგორ შეუშალონ ხელი ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახდა.

„ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიცია არის ის, რომ ეს საფრთხე ივანიშვილისთვის გახდა კიდევ უფრო რეალური და ეს საფრთხე უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ მან ისეთ კატასტროფები რაც დღეს ჩაიდინა, აღარ ჩაიდინოს. თუ ჩაიდენს, ჩვენ ვიცით, როგორ ამთავრებენ ოლიგარქები და მათი გარემოცვა, როცა ისინი საკუთარ ხალხს და ამ ხალხის მხარდამჭერ თავისუფალ სამყაროს უპირისპირდებიან. ეს ნანახი გვაქვს უკრაინაში, მოლდოვაში. საქართველო არ არის ამის იდენტური, მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწიოს და მოუგოს მშვიდობიანად ამ რეჟიმს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს თქვას, სადამდეც ვიქნები ხელისუფლებაში და ვინც ხელს შემიშლის, იმას დავიჭერ“,- განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან დიალოგს, მისი თქმით, დიალოგის სივრცე იქნება მაშინ, როცა „ხელისუფლება აზრზე მოვა“.

„დიალოგის სივრცე იქნება, როცა აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტით და წნეხით და სანქციების საფრთხით, რაც ივანიშვილს დაემუქრება“,- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა