ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ პოზიცია არის ძალიან აგრესიული და საშიში ქართული დემოკრატიისთვის

„ქართული ოცნების“ პოზიცია არის ძალიან აგრესიული და საშიში ქართული დემოკრატიისთვის,-ამის შესახებ პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.

„დღეს ძალიან მძიმე დღე იყო საქართველოს დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ პოზიცია არის ძალიან აგრესიული და საშიში ქართული დემოკრატიისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საუბარი. თქვენ ნახეთ განცხადებები, სადაც ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, იშვიათია ასეთი ცალსახა პოზიციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც აშშ-ის საელჩოს, ასევე ევროკავშირის განცხადებიდან, რომ ეს არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ქართული დემოკრატიის მხარდამჭერები არიან და ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ფასი გადავახდევინოთ „ქართულ ოცნებას“ და არ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი დემოკრატია დაამსხვრიოს“,-განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. „დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს