ხატია დეკანოიძე - ელჩებთან ვისაუბრეთ, როგორი შეიძლება იყოს კრიზისის განმუხტვის მთავარი პლატფორმა და ეს იქნება აუცილებლად პოლიტპატიმრების  გათავისუფლება და ახალი არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ელჩებთან შეხვედრისას არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე ისაუბრეს.

როგორც დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი საკითხი ნიკა მელიას დაკავება იყო.

ამასთან, მისივე თქმით, არსებული სიტუაციის განმუხტვისთვის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა საჭირო.

„საუბარი იყო ნიკა მელიას დაკავებაზე და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმზე, იმ არალეგალურ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელა პოლიციამ, მათ შორის მხუთავი გაზის გამოყენებაზე. დაწვრილებით აღვწერეთ ყველაფერი, თუმცა მათ ყველაფერი ისედაც კარგად იციან. ვისაუბრეთ, თუ როგორი შეიძლება იყოს კრიზისის განმუხტვის მთავარი პლატფორმა და ეს პლატფორმა იქნება აუცილებლად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იყო ნიკა მელიას დაკავება“, -განაცხადა დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს