თინა ბოკუჩავა - დასავლელი პარტნიორები არიან უკიდურესად შეშფოთებული, ივანიშვილმა უნდა აირჩიოს მოლაპარაკების გზა, ან აუცილებლად ჩადგება სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში

ნიკა მელიას დაკავების ფონზე, მის დამკავებელთან პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლა, არ მიგვაჩნია სწორად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დასავლელი პარტნიორები უკიდურესაც შეშფოთებულები არიან.

„როგორც წესი, დიპლომატიურ ურთიერთობებში ბერკეტი არის განცხადებები და დღეს რა განცხადებებიც ვიხილეთ აშშ-ს მხრიდან, სადაც პირდაპირ იყო იმაზე საუბარი, რომ სამწუხაროდ, საქართველომ არ გაითვალისწინა აშშ-სა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების რჩევა, რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამ რჩევების საწინააღმდეგოდ განახორციელა შტურმი, რომ ეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამაზე მკაცრი და მკაფიო განცხადება დიპლომატიურ ენაზე არ არსებობს. ამის შემდეგ არის უკვე ინდივიდუალური სანქციები. ეს დახურული შეხვედრა იყო და რაზე იყო საუბარი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან უკიდურესად შეშფოთებული. ივანიშვილს არჩევანი აქვს, ან უნდა აირჩიოს მოლაპარაკების გზა ან საბოლოოდ, აუცილებლად ჩადგება სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში.

ნიკა მელიას დაკავების ფონზე, მის დამკავებელთან პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლა, არ მიგვაჩნია სწორად. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ის პრინციპული საკითხი უნდა იყოს, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხებზე, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, რომელიც მიგვაჩნია, რომ სიტუაციის განმუხტვის ლეგიტიმური გზაა“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა