კელი დეგნანი - საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ, რამდენად არსებობს შემდგომი გზები

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საუბარი გაგრძელდება როგორც ოპოზიციასთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“ გზების მოსაძიებლად. ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნა ოპოზიციის წუხილის შესახებ და ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ რამდენად არსებობს შემდგომი გზები. ჩვენ ვიმუშავებთ ყველა პარტიასთან“, - აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გარდა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა