ნინო ლომჯარია - ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ და ოპტიმისტურ განწყობაზეა, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი - იმედი მაქვს, მიეცემა საშუალება, გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც მან დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, ნიკა მელიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა, ასევე გამოვკითხე მისი პირობები დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებაში იყო გადაყვანილი და იქიდან წამოიყვანეს პირდაპირ მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ფიქრობს, რომ ციხეში არსებული პირობები დამაკმაყოფილებელია. თავს გრძნობს მხნედ და ჰქონდა სურვილი, რომ საჯაროდ მეთქვა, საკმაოდ ოპტიმისტურ განწყობაზეა. ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი, ჩვენ ვესაუბრეთ ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ ეს ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება და მიეცემა საშუალება, რომ გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო