სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო.

"დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში", - განაცხადა პრაისმა.

მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა:

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ან გაამწვავოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, გააძლიეროს ვალდებულებები დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი, სასამართლო და პროკურატურის სისტემების თავისუფლების უზრუნველყოფით პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ საქართველოსთან მუშაობას განვაგრძობთ, რათა დავუჭიროთ მხარი კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსპიკერმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა