სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, პარლამენტის წინ დღეს კიდევ ერთ კარავს დადგამენ

სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში გაატარეს. როგორც „მოძრაობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, ღამემ მშვიდ გარემოში ჩაიარა და მათთან ერთან იყვნენ ნინო ბურჯანაძე და გიგი უგულავა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებაა.

როგორც გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგმება.

„ჩვენ შემოგვიერთდებიან ჩვენი მეგობრები, აქტივისტები, რომლებსაც კარავი აქვთ გაშლილი თელავში, ბათუმში და ა.შ. დღეს ზუგდიდან ჩამოვლენ", - განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად, პარლამენტთან აქცია გამართა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტა.

იხილეთ ვიდეო:ვითარება რუსთაველის გამზირზე - კარვები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ რჩება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა