გიგა ბოკერია - დიალოგი პოლიტპატიმრების გამოშვების პარალელურად, იმისთვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე

“არავის აინტერესებს ღარიბაშვილის ვირეშმაკობა, ჩვენ გვაინტერესებს შედეგები. მაგ რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა ამ რეგიონში”,- ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს ეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი უნდა იყოს პოლიტპატიმრების გამოშვების პარალელურად.

“დიალოგი პოლიტპატიმრების გამოშვების პარალელურად და იმისთვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, ჩვენ ამაზე მზად ვიქნებით. ოღონდ მხოლოდ ამაზე, მხოლოდ პოლიტპატიმრების გამოშვების და დევნის შეწყვეტის ფონზე”,- განაცადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტიების მისამართით განცხადება გუშინ გააკეთა. „დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - აცხადებს ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს