გიგა ბოკერიას განცხადებით, სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს  და აქციები უნდა იყოს „მწვავე და მშვიდობიანი“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და აქციები უნდა იყოს „მწვავე და მშვიდობიანი“.

მისივე თქმით, ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრა სწორედ 26 თებერვალს დაანონსებულ აქციას შეეხებოდა.

„დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა როგორც ამ კონკრეტულ აქციას, ისე დისკუსიას აქციების გაგრძელებაზე. მანამ, ვიდრე მთელი საზოგადოება არ მივაღწევთ სტრატეგიულ ამოცანას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, დევნის დასრულებას და ვადამდელი ნორმალური არჩევნების დანიშვნას, რის შედეგადაც ეს სახიფათო რეჟიმი დასრულდება მშვიდობიანად, მანამდე აქციები უნდა გაგრძელდეს და ეს მოითხოვს კოორდინაციას და მუშაობას როგორც პოლიტიკური ძალების, ისე სამოქალაქო აქტივისტების და მთელი საზოგადოების აქტიურ ჯფუფებს შორის. ეს შეხვედრა მიეძღვნა ამას და ასეთი შეხვედრები გაგრძელდება”,- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა