თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა 1-ელი აპრილიდან იქნება დაშვებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა 1-ელი აპრილიდან იქნება დაშვებული.

როგორც ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე 1-ელი მარტიდან გაიხსნება მუზეუმები და ბიბლიოთეკები, 15 მარტიდან კი განახლდება სასკოლო წრეები.

„სასკოლო წრეები განახლდება 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით 1-ელი აპრილიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:თეატრალური წარმოდგენებისა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის დასწრებით გამართვა 1-ელი აპრილიდან იქნება დაშვებული

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო