ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული, ავტოკოლონით მსვლელობას მართავს.

ამ ფორმით ისინი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უცხადებენ სოლიდარობას.

როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, ისინი უშუალოდ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული.

„მივალთ რუსთავის ციხესთან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი პარტიის ლიდერი უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული. ათეულობით მანქანისგან შემდგარი კოლონა სიგნალებით წავა რუსთავში და იქ შეძახილებით სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ჩვენს მეგობარს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გათავისუფლდება და პოლიტიკურ ბრძოლაში კვლავ ჩაებმება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელია გუშინ დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობა გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა