ნათია თურნავას განცხადებით, შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება როგორც ამ სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება როგორც სავაჭრო სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის და ეკონომიკის სფეროსთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„8 მარტიდან შაბათ-კვირას ვაჭრობის დაშვება არასასურსათო, საცალო ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სავაჭრო სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ შეზღუდვა, რომელიც შაბათ-კვირასაა, ამცირებს შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა აუცილებელი საქონელი შეიძინონ. ასევე ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, რადგან საცალო, არასასურსათო ვაჭრობა გადსახადების გადამხდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა“,- განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, „კერძო ბაღების ინდუსტრია საკმაოდ დაიჩაგრა“.

„საკმაოდ დიდი რისკები იყო და ჩვენი სიფრთხილეც გასაგები იყო, რადგან საქმე ბავშვებს ეხებათ. ახლა მათი გახსნაც ხდება“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან როგორც კერძო, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამასთან, სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით მუშაობას 8 მარტიდან განაახლებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს