ნათია თურნავა - სტრატეგიული პარტნიორების რჩევა მნიშვნელოვანია, თუმცა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს

ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება და რჩევა მთავრობისთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა, როგორც თურნავა აცხადებს, „კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია ყველამ უნდა დავიცვათ“.

„დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ. კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს. ჩვენც აქ ერთიანები ვართ“, - განაცხადა თურნავამ მედიის წარმომადგენლების დასმული კითხვის საოპასუხოდ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები კეთდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო