ნათია თურნავას შეფასებით, ზამთრის კურორტების გახსნა დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო ღონისძიებას

ზამთრის კურორტების გახსნა დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას - ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს რა პრობლემებიც ზამთრის კურორტებს აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნათ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სპორტულ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი ეწვევა.

„ბიზნესისთვის მუშაობის რეჟიმის შემსუბუქების კალენდარი, პრაქტიკულად ხვალიდან ამოქმედდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება ზამთრის კურორტებისთვის. გვესმის ძალიან კარგად, რომ გამომდინარე ეპიდვითარებიდან მოგვიწია ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ ოთხი ძირითადი ზამთრის კურორტის, მაგრამ ხვალიდან გაიხსნება ამ ოთხივე ლოკაციაზე არსებული ჩაკეტილი სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, რომელიც არის ბაკურიანში თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში „ფრისთაილში“ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი. ჩვენ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება პროტოკოლის დაცვით, ყველა უსაფრთხოების წესის შესრულებით და 8 მარტს ამას მოყვება საბაგიროების გახსნა, რადგან გარკვეული დრო სჭირდება სასრიალო არეალის მომზადებას. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს რა პრობლემებიც შეექმნა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და აუცილებელი შეზღუდვების გამო ზამთრის კურორტებს, მაგრამ ალბათ, დაგვეთანხმებით რომ მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ბაკურიანში, მესტიაში, გუდაურში და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტები იხსნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს