ამირან გამყრელიძე - „ფაიზერთან“ მიმართებაში ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი - „ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ

„ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია. თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა დაანონსებულ ვადებში. მისივე თქმით, მოლოდინია, რომ საქართველოში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება.

„დადასტურება იყო ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ საქართველოს თებერვლის ბოლო კვირაში უნდა მიეღო პირველი „ფაიზერის“ დოზები, ამაზე იყო სრული დასტური. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ დიდი დეფიციტია, „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ვერ შეასრულა ევროკავშირის დაკვეთები სრულად, დღეს ევროკავშირი თავისი აცრის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება აშშ-ს და ბრიტანეთს. „ფაიზერს“ სურს, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგებაში შეიქმნა პრობლემა, რომლებიც Covax პლატფორმიდან უნდა მოვმარაგებულიყავით. ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღები „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ არხებით, რაზეც ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით, რომ სერიოზული რამდენიმე ასეული ათასი დოზა წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ, კონტრაქტები გაფორმებულია.

ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია. ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ლოჯისტიკაზე, რომელიც ქვეყანაში 350-მდე ადგილს მოიცავს. ხვალ და ზეგ იწყება ამ ხალხის კიდევ ერთხელ გადამზადება უკვე „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. ძალიან გვინდა, რომ მაისი ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ, უკვე ივნისიდან დავიწყოთ გაფართოებული აცრების კამპანია“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია