რომან გოცირიძე - დღეს საქართველო სუნთქავს უცხოური დახმარების წყალობით, თუ ხელისუფლებას ზურგს აქცევს დასავლეთი, ეს უმძიმეს შედეგს გამოიღებს

“დღეს საქართველო სუნთქავს უცხოური დახმარებების წყალობით, რომლებიც შემოვიდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუ ხელისუფლებას ზურგს აქცევს დასავლეთი, ეს უმძიმეს შედეგს გამოიღებს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მან არ გამორიცხა პერსონალური სანქციების დაწესება და აღნიშნა, რომ საქართველო ამას ვერ გაუძლებს.

მისივე თქმით, “ფინანსური დახმარების გარეშე საქართველო არ არსებობს”.

“მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი რაიმე სახის დიალოგზე და ამ დიალოგს მაშინ ექნება რაიმე აზრი, თუკი შეწყდება პოლიტიკური დევნა და ახლავე, დაუყოვნებლივ იქნება გათავისუფლებული ნიკა მელია და სხვა პოლიტიკური პატიმრები. დანარჩენი არის დროის გაწელვის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ამ საკენკს არავინ არ აკენკავს. საერთაშორისო ზეწოლა იმდენად მძლავრია, რომ არ არის გამორიცხული, გარკვეულ პერიოდში ქვეყანა სანქციების წინაშე დადგეს და ეს ქვეყანა სანქციებს ვერ გაუძლებს. ფინანსური დახმარების გარეშე საქართველო არ არსებობს.

დღეს საქართველო სუნთქავს უცხოური დახმარებების წყალობით, რომლებიც შემოვიდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუ ხელისუფლებას ზურგს აქცევს დასავლეთი, ეს უმძიმეს შედეგს გამოიღებს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. თუკი ხელისუფლება არ წამოვიდა დათმობებზე, პერსონალური სანქციები იქნება გარდაუვალი, მათ შორის ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ჰგონია, რომ წავიდა ღრმა ჩრდილში, მაგრამ ამ ჩრდილის ერთი ნაწილი მოჩანს გარეთ, ყურები, ხელები და ფეხები, რითაც მოქმედებდა ნიკა მელიას დაპატიმრების დროს. პერსონალური სანქციები მოსამართლეების და სხვა იმ ადამიანების, მათ შორის, ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობენ საქართველოს შიგნით და ძალოვან სტრუქტურებს იყენებენ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად”,- განაცხადა გოცირიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა