ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის „ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად” გამარჯვებულები ცნობილია

ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის “ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად” გამარჯვებულები ცნობილია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიაუნიდან აცნობეს.

„პირველ ადგილზე ქალაქ ქუთაისის სკოლა პროგრესის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდი UნიკოRNI გავიდა. გუნდის წევრებმა იონა იობიძემ და ლაშა გულუაშვილმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვა საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის.

„ეს ჰაკათონი იყო ძალიან შრომატევადი და რაც მთავარია გამოწვევებით დატვირთული. ჰაკათონის ყოველი წუთი და წამი მიმართული იყო ნიკოს პიროვნების შესწავლასა და ჩეთბოტში გაწერაზე. ერთი სიტყვით, სასიამოვნო და პროდუქტიული დღეები გვქონდა. გარდა ნიკო ნიკოლაძის პიროვნების უკეთ შესწავლისა, ჰაკათონმა სტერსულ სიტუაციაში მუშაობა და პრობლემებზე ეფექტურად რეაგირება მასწავლა. ნიკოს უამრავი ჩეთბოტი ვიხილეთ და ყველა საკამოდ სერიოზულ დონეზე იყო შესრულებული. ალბათ,ჩვენი გუნდი მუშაობისა და ჩეთბოტის შემუშავების მხრივ არის გამორჩეული.”პითონზე” დაფუძნებული პროგრამა კი ამის ნათელი მაგალითია,” - განაცხადა პირველ ადგილზე გასული გუნდის, UნიკოRNI-ს წევრმა, ლაშა გულუაშვილმა.

მეორე ადგილზე გავიდა ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეების გუნდი Nik.co. გუნდის წევრებმა თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის.

„სიტყვა ჰაკათონი ჩემთვის უკვე დიდ, თბილ სახლთან ასოცირდება. საოცრად მოტივირებული და მიზანდასახული გუნდის წყალობით, ჰაკათონი ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად მიმდინარეობდა. მიუხედავად მღელვარებისა, მენტორის და საორგანიზაციო გუნდის დახმარებით, არ მიგრძვნია დაძაბულობა, პირიქით, სამდღიანი სამუშაო პროცესი ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო. მადლობა ასეთი თბილი გარემოს შემქნისთვის. ჰაკათონში მონაწილეობამ მაჩუქა სამი განსაკუთრებული დღე. საორგანიზაციო გუნდისა და მენტორებისგან ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე ჩეთბოტის შექმნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი მომავალი მიზნების მიღწევაში. ცოდნასთან ერთად მათ გვაჩუქეს განსაკუთრებული მოგონებები და ურთიერთობები. მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი ჩეთბოტი კრეატიული და ორიგინალური ყოფილიყო. იმისთვის, რომ მომხმარებელსა და ჩეთბოტს შორის დიალოგი მონოლოგში არ გადაზრდილიყო, უხვი ინფორმაციის გამო თემის შესახებ, გამოვიყენეთ კითხვარები, ქვიზები, ფოტო და სხვა თვალსაჩინო მასალები. ჩვენს ბოტთან კომუნიკაცია მოითხოს მომხმარებლის მაქსიმალურ ინტერაქციასა და ჩართვას, რაც დიალოგს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. გარდა ამისა, მომხმარებელს თავად შეუძლია აირჩიოს თემა, საკითხი, რომლის შესახებაც ნიკო ქვიზებით, კითხვარებით, ფოტოებით მოუყვება საინტერესო ამბებს, მისცემს რჩევებს და გაუზიარებს გამოცდილებას,” - განაცხადა Nik.co-ს წევრმა, თეკლა დუნდუამ.

მესამე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი ტვი'ნიკო. გუნდის წევრებმა ნინო ჯინჯიხაძემ, ბარბარე ჭილაშვილმა და ანა ფიცხელაურმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის. საკონკურსო ადგილის მოპოვებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის წევრები დამატებით 1000-ლარიანი დაფინანსებით დააჯილდოვა.

„ჰაკათონი იყოს უაღრესად საინტერესო. ასეთი პროდუქტიული ორი დღე ჯერ არ მქონია. ჰაკათინის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ შევძელი ნარატივ დიზაინისთვის საჭირო უნარების დახვეწა, ვისწავლე თუ რას ნიშნავს რეალური გუნდური მუშაობა და ამასთან გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ვფიქრობ ჩვენი ბოტის განსაკუთრებულობა მის პერსონალობაშია, ის არის უშუალო, მხიარული და საინტერესო მოსაუბრე”, - განაცხადა ტვი'ნიკო-ს წევრმა, ანა ფიცხელაურმა.

ილიაუნის რჩეული სასკოლო გუნდის სტატუსი მოიპოვა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა “ფენიქს ნიკო”. გუნდის თითოეულმა წევრი - მარიამ ხარაბაძე, თამუნა ფცქიალაძე, ანა წითელიშვილი და ქეთი მაღლაკელიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდნენ, რომლითაც უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში ისარგებლებენ.

„ჰაკათონის შედეგები ძალიან საინტერესო და ყურადსაღები იყო და ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრები ვიხილეთ, რასაკვირველია, გამარჯვებულების ნამუშევრები გამოირჩეოდა როგორც ტექნიკური შესრულებით, ასევე შინაარსობრივი მხარით და მინდა სიამაყოთ განვაცხადო, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი, რომელიც თავის უცხოურ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდება და ნიკო ნიკოლაძეს მთელი საქართველო გაიცნობს უკვე მისი ციფრული ასლის სახითაც”, - განაცხადა „ჯეპრას“უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.

ამასთან, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა აღნიშნა, „ჯეპრას“ ინიციატივას ილიაუნი გასულ წელს შეუერთდა.

“გასულ წელს შევუერთდით „ჯეპრას“ ინიციატივას, ერთობლივად შევქმენით ნიკო ნიკოლაძის ვებგვერდი. წელს ახალგაზრდებისთვის კონკურსის ჩატარების იდეაზე შევჯერდით. გამიჩნდა აზრი, რომ არამხოლოდ პრემია ყოფილიყო მისი სახელობის კონკურსში, არამედ თავად კონკურსი ყოფილიყო ნიკოს შესახებ - მონაწილეები შეჯიბრებოდნენ ნიკოს შესახებ ცოდნაში და ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაში, რომელიც მის შესახებ ინფორმაციის ინტერაქციულ რეჟიმში მიმოცვლას შეუწყობდა ხელს. ასეთ შესაძლებლობას ჩეთბოტები იძლევა, ეს გამოცდილება ილიაუნის 2017 წლიდან აქვს. ჰაკათონი წარმატებული გამოგვივიდა - მონაწილეებმა ახალი ცოდნა შეიძინეს ნარატივდიზაინის მიმართულებით და შესანიშნავი პროექტები წარმოადგინეს”, განაცხადა ანა კვანჭილაშვილმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივმა ჰაკათონმა ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად სტარტი 19 თებერვალს აიღო.

22 თებერვალს კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი შედიოდნენ, მონაწილეების მიერ შექმნილი ჩეთბოტები შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.

48 საათის განმალობაში სტუდენტებისა და მოსწავლეების გუნდები მთელი საქართველოდან XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის ნიკო ნიკოლაძის ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნის იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ. მათ მუშაობის პროცესში მენტორობას ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციის “ანიმა ჩეთბოტიქსის” თანამშრომლები უწევდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა