დიმიტრი ხუნდაძე - მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ

მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუდნაძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიას დაკავების გამო საერთაშორისო კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის რაც დასჯადია ამერიკაში და ევროპაში, ის დასჯადია საქართველოშიც.

"ევროატლანტიკური მიმართულება რა თქმა უნდა, გადახედვას არ ექვემდებარება, მაგრამ ევროატლანტიკური მიმართულება არის მიმზიდველი იმით, რომ კანონი იქ უპირატესად დაცულია. ამიტომ ჩვენთანაც კანონი არის უპირატესი, ვიდრე პოლიტიკური ასპექტი, თუმცა, არის შეფასებები იმდაგვარი, რომ პოლიტიკური შემადგენელი თითქოსდა ჭარბობდა ამ გადაწყვეტილებაში. როცა პირი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ნიკანორ მელია პირდაპირ სახეში ესვრის სამაჯურს და გამოწვევას უკეთებს სახელმწიფოს და სამართალს, სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს უპირატესი ვალდებულება, რომ დაიცვას კანონი და თუ არჩევანი დგება პოლიტიკა თუ სამართალი, რა თქმა უნდა, უპირატესია სამართალი. თუ ვინმე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ან თუნდაც დიმიტრი ხუნდაძემ ამ დამოკიდებულებით და შეფასებით მიიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, მე მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. ქვეყანა, სადაც სამართალი არ არის აღსრულებადი ის პოლიტიკურად, სამართლებრივად და იმიჯურად არის ცუდ მდგომარეობაში", - განაცხადა ხუნდაძემ.

იხილეთ ვიდეო:მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა