ანრი ოხანაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარლამენტში გერმანიის ელჩს შეხვდა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს იყო მორიგი მეგობრული შეხვედრა, თუმცა, ის არ აკონკრეტებს, რა საკითხებზე ისაუბრა გერმანიის ელჩთან და იყო თუ არა განხილული ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

"დღეს მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან მორიგი შეხვედრა. ჩვენ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრაც მორიგი მეგობრული შეხვედრა იყო, სადაც გვქონდა აზრთა გაცვლა და ბუნებრივია, არის საკითხები, რასაც განვიხილავთ ხოლმე ელჩებთან. ამ ეტაპზე დამატებით კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ, ვინაიდან, შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ საკითხები, რაც განვიხილეთ, დარჩეს მხოლოდ საუბრის ფარგლებში და კონკრეტული რაიმე საკითხის გამოტანა საჯაროდ, ამ ეტაპზე არ გვსურს. აქედან გამომდინარე იყო მორიგი მეგობრული შეხვედრა. იქნება ასევე სხვა ელჩებთან შეხვედრები. მეტს ვერ გეტყვით, რადგან შეთანხმებულები ვართ, რომ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ გერმანია არის და რჩება ჩვენი ქვეყნის ერთგულ პარტნიორად", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს