ანრი ოხანაშვილი - საზოგადოებისგან უგულავებს, თარგამაძეებს ხელისუფლებაში არმოსვლის სამუდამო სანქციები აქვთ დაწესებული - სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ დგება

სანქციები ჯერ ამ ხალხს აქვთ დაწესებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან -უგულავებს, თარგამაძეებს სამუდამო სანქცია აქვთ ხელისუფლებაში არმოსვლის და სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ დგება და ვერც დადგება,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხალხს აღარ სურს 48 მილიონი ლარის „მომპარველების ხელისუფლებაში ყოფნა“.

"გივი თარგამაძე ყველას გვახსოვს პარლამენტის შენობიდან ემუქრებოდა ქართველ ხალხს სულს ამოგხდითო. ქართველმა ხალხმა ეს ადამიანი გაისტუმრა იმ სივრცეში, საიდანაც მას აღარ უნდა შეეძლოს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის და მართვის უფლება, ალბათ, ბოლომდე რომ ვერ ამოხადა სული ქართველ ხალხს, ამით უკმაყოფილოა და აგრძელებს იგივე რიტორიკას, რაც ძალიან მძიმეა და მიუღებელი. ამ ხალხთან გვაქვს საქმე. გიგი უგულავა კი პოლიტიკოსი კი არა 48 მილიონის გამფლანგველი და მსჯავრდებულია, მე ის მიკვირს, რომ მის გვერდით დგას ხალხი, ვინც კარგად იცის, რომ უგულავამ 50 მილიონი მოპარა სახელმწიფო ბიუჯეტს. ამ ადამიანებს აქვთ პრეტენზია არათუ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის და ამიტომ არ აძლევს მათ საზოგადოება ამის შანსს, რადგან ასეთმა ადამიანებმა არ შეიძლება მართონ ქვეყანა. ჩვენ ხალხს აღარ სურს 48 მილიონი ლარის მომპარველების ხელისუფლებაში ყოფნა. აღარ სურს ხალხის ხელისუფლებაში ყოფნა, რომლებიც სულის ამოხდით ემუქრებოდნენ საზოგადოებას. სურს ისეთი ხალხი და საზოგადოება, რომლებიც კანონს დაიცავენ.

დღეს ამბობენ, „ნაცმოძრაობის“ ოფისში ვენტილაცია რომ არ იყო გამართული, ამიტომ შესაძლოა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან გვქონოდა საქმეო, აი აქამდე მივედით - ძალის დემონსტრირებით კი არ ხდება ვინმეს დაკავება, არამედ მაქსიმალური სიფრთხილით და თურმე გომელაურს ჯერ ვენტილაცია უნდა დაეყენებინა, მერე შეემოწმებინა და შემდგომ შესულიყო. სანქციები ჯერ ამ ხალხს აქვთ დაწესებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, უგულავებს, თარგამაძეებს სამუდამო სანქციები აქვთ ხელისუფლებაში არმოსვლის და სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ დგება და ვერც დადგება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო