სერგო ჩიხლაძე - განაში ვაქცინა მიიღეს, მანამდე იყო რუანდა - კი ბატონო, არ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?! ბანგლადეშს და საომარ ვითარებაში მყოფ ავღანეთსაც არ შევედაროთ?!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზი ის გარემოებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი „აპლიკაცია სწორად ვერ შეავსო“.

როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ხელისუფლებამ „კოვაქს“ პლატფორმაზე ვაქცინის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციები ვერ ატვირთა.

„კონტაქტი მაქვს კოლეგებთან, ვინც წინა ხაზზე არიან. მართლა არ მქონდა იმის განცდა, რომ ასე დაიგვიანებდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აპლიკაციას ვერ შეავსებდნენ „კოვაქსზე“ და შეცდომები ექნებოდათ. დოკუმენტაცია ვერ ატვირთეს. წარმოგიდგენიათ, როგორ არაპროფესიონალ ხალხთან, ბეცებთან გვაქვს საქმე? ეს ხომ დანაშაულებრივი გულგრილობაა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ვაქცინის შემოტანის დაგვიანების მიზეზია ისიც, რომ ხელისუფლებამ საკმარისად არ აწარმოა მოლაპარაკებები ვაქცინის მისაღებად მეგობარ ქვეყნებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.

„განაში 600 ათასი დოზა უკვე მიიღეს და იწყებენ ვაქცინაციას. მანამდე იყო რუანდა, რომელიც 2 მლნ დოზას იღებს. ეს გამართლება, რომ ნუ ვედრებით ისრაელს და ბრიტანეთს... კი ბატონო, არ ვედრებით, მაგრამ განასაც აღარ შევედაროთ?! ბანგლადეშსაც აღარ შევედაროთ?! საომარ ვითარებაში მყოფ ავღანეთსაც არ შევედაროთ?! ეს არის მიზეზი იმის, რომ მთავრობამ არ აწარმოა მოლაპარაკებები მეგობარი ქვეყნების მთავრობებთან და მწარმოებლებთან“, - აღნიშნა მან.

სერგო ჩიხლაძემ შეზღუდვების მოხსნაზეც ისაუბრა, როგორც ის აცხადებს, „კომენდანტის საათის“ შენარჩუნება პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული.

„რა თქმა უნდა, კარგია შეზღუდვები რომ მოიხსნება, მაგრამ, არა იმიტომ, რომ მთავრობა არის ახლებურად მზად, მთავრობა ხვდება ამ დაგროვილ მუხტს, აგრესიას საზოგადოებაში, ნეგატივს მთავრობის მიმართ. ეს იყო წნეხის შედეგი, რასაც საზოგადოებისგან გრძნობს ხელისუფლება.

ერთადერთს, რასაც ტოვებს ხელისუფლება, არის "კომენდანტის საათი" 21:00 საათიდან, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ეს პოლიტიკური მიზნებით არის განპირობებული. დიახაც, ხელისუფლებას აქვს აქციების და მღელვარების შიში. ეს არის ბერკეტი, რაც შეიძლება დრო შეამჭიდროვოს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა