საქართველოს კლინიკების ასოციაცია ნიკა მელიასთან დაკავშირებით კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს მიმართავს და აღნიშნავენ, რომ დღეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დემოკრატიულ განვითარებას.

საქართველოს კლინიკების ასოციაცია თხოვნით მიმართავს დიპლომატებს დაეხმაროს საქართველოს პროცესების დეესკალაციაში.

“საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე წინააღმდეგობების მიუხედავად ყოველთვის დომინირებდა ქართველი ერის სწრაფვა ევროპული და დასავლური ღირებულებებისადმი. საქართველოში დღეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოქალაქეს ნიკა მელიას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პოლიტპატიმარს. დაუშვებელია ადამიანები ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულის გამო. ჩვენი ვალია დავიცვათ პატრიოტული სულისკვეთების მქონე თითოეული ადამიანი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მომავლის სადარაჯოზე.

გთხოვთ, დიპლომატებს, თქვენი ქვეყნის პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობით, დაგვეხმაროთ პროცესების დეესკალაციის საკითხებში და ყველა სახის ღონისძიებები გაატაროთ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ვილი პაჭკორია, სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა