ალეკო ელისაშვილი - ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან, მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული

ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან - მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ელისაშვილი აცხადებს, რომ არც ცალკე კომიტეტის გამოყოფას უჭერს მხარს, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის.

"კატეგროიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას კულტურის კომიტეტი პარლამენტში, ეს ხარჯებს გაზრდის და გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირდება დამატებით ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა. რა საჭიროა ცალკე კომიტეტი ან ცალკე სამინისტრო?! - "უფრო მეტი ყურადღება რომ მიაქციონ დარგს", - ეს არის გაუგებარი, ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე ყურადღება კულტურაში დასაქმებულ ხალხს, ისე ვერ აქცევ? ეს არის აბსურდი და ამას მხარს არ დავუჭერ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს