ალეკო ელისაშვილი - ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ სირცხვილია, რომ არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები ამდენი ხანი

სევდიანი ამბავია, რომ საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დალაპარკებას - ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სიმბოლური და სწორი იქნებოდა, თუ მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სირცხვილია, რომ არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები ამდენი ხანი. ყველა მეგობარი გვეუბნება რომ დასხედით, დაილაპარეკთ. წარმოიდგინეთ, როგორი სევდიანი ამბავია, დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავი და საბჭოთა ოკუპაციის ას წლისთავის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომას და დალაპარკებას. ორივე მხარე დეკლარირებულად ამბობს, რომ მზად არიან და ვერა და ვერ დაიწყეს. დღეს ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების. დღეს არის ასი წლისთავი და სიმბოლურიც იქნებოდა და სწორიც მოლაპარაკებები, რადგან მტერი არ წასულა, თუ ვინმეს ეს ვითარება უხარია ოკუპაციის ასი წლისთავზე, უხარია რუსეთს. მათ ჯინაზე და საქართველოს მტრების ჯიბრზეც ავდგებოდი და ორივე მხრიდან გადავდგავდი ნაბიჯს. ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა