არჩილ თალაკვაძე - სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა

სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდებიან თუ არა უცხოელი პარტნიორების მხრიდან სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, მმართველ პარტიას საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

„ყველა საკითხზე, რომელიც მათ აინტერესებთ, ობიექტური ინფორმაცია იქნება მიწოდებული შემდეგ დღეებშიც. ჩვენ კომუნიკაციას განვაგრძობთ. მერწმუნეთ,საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ინტეგრაციას ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში საფრთხეს ვერ შეუქმნის. ეს არის საერთო ეროვნული საკითხი, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი საკითხი. ეს ჩაწერილია კონსტიტუციაში და ამას ვერანაირ საფრთხეს ვერავინ შეუქმნის.

სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მესმის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა დღეს მაქსიმალურად ცდილობს დააზიანოს საკუთარი ქვეყნის იმიჯი, მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის, პარტნიორებთან, თუმცა მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილებს ეყრდნობა. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ, მომდევნო დღეებშიც ინფორმაციას მივაწვდით. მათ კითხვები ჰქონდათ ამ სამართლებრივ საქმესთან {ნიკა მელიას საქმე} დაკავშირებით, კითხვები ჰქონდათ თუ რამდენად შესაძლებელია შეთანხმება, ჩვენ ყველა საკითხზე კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიოებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ მმართველ პარტიას, როგორც ელჩებთან, ისე მის კოლეგებთან ევროკავშირსა და აშშ-ში კომუნიკაცია აქვს და მომდევნო დღეებში ამ საკითხებზე დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო