სალომე სამადაშვილი - 26 თებერვლის აქციაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს სამ ძირითად მოთხოვნას

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხვალ დაგემილ აქციაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს მათ სამ ძირითად მოთხოვნას, რომელიც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროდან უნდა გათავისუფლნენ.

„საზოგადოებისთვის ჩვენი მოთხოვნები ცნობილია. პირველ რიგში, ეს შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემას - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროდან უნდა გათავისუფლნენ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტის თაობაზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება სამართლიანი და თავისუფალი. სწორედ ამ მოთხოვნებით ვაპირებთ ხვალ აქციაზე მოსვლას - შეწყდეს პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს