შალვა პაპუაშვილი - სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს

არავის ეჭვიც კი არ გამოუთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას მხრიდან მოხდა კანონის დარღვევა და რომ მისი დაკავება იყო სამართლებრივად გამართლებული და კანონიერი მოქმედება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საერთაშორისო კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივად ეს საკითხი გამართულია და სანქციების დაწესების მოლოდინიც არავის აქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს და შეფასებებს, მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ხედავენ „დიდ სურათს", რაც არავისთვის არის სასიამოვნო.

„ამას აქვს ასევე მეორე - პოლიტიკური განზომილება და პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს, დიდ სურათში რა თქმა უნდა, კარგად არ ჩანს, როცა პარტიის თუნდაც ფორმალურ თავმჯდომარეს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა და ეს არის ოპოზიციის გეგმის ნაწილი, როცა მათი მხრიდან ხდებოდა დემონსტრაციულად კანონის დარღვევა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა, რომ მომხდარიყო მისი დაპატიმრება. მას შეეძლო ეს გირაო გადაეხადა და თავიდან აეცილებინა უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება, მან საკუთარი თავი მოაქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

არანაირი მოლოდინი სანქციების დაწესების არ გვაქვს, რადგან სამართლებრივი შეფასებები მოვისმინეთ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის და ეს არის სამართლებრივად გამართული საკითხი. მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით მოვისმინეთ კინზინგერის განცხადება, რომ ეს საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ დიდ სურათს, რომელიც არავისთვის არის სასიამოვნო, მათ შორის, არც ჩვენთვის, როცა პარტიის თავმჯდომარე აიძულებს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ის მოხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასამართლოს შეიძლება ვინმე ენდობოდეს ან არ ენდობოდეს, მაგრამ რაიმე კითხვის ნიშანი აქვს თუ არა საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომ თუკი ადამიანი კანონს არღვევს, ამას უნდა მოჰყვეს რეაქცია და რეაქცია რომ იყო სწორი და კანონიერი, ამასთან კითხვის ნიშანი ხომ არავის აქვს?!"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა