შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი 13:00 საათზე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, „თრეველ ჯის" დირექტორის შალვა ბოლოთაშვილის ადვოკატმა, სამშე მჟავანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, ისინი დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვენ.

დაკავებულს ბრალი პროკურატურამ გუშინ წარუდგინა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი გადარჩა. გადარჩენილებს შორის არის გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის და, ხატია დევსურაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს