ნიკოლოზ სამხარაძე - პოლარიზაციიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და მათი მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაა

პოლარიზაციიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და მათი მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან, ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ევროკავშირის განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც სრულად ეთანხმებიან და იზიარებენ.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის 27 ევროპული სახელმწიფოს ერთობლივი ოფიციალური განცხადება და არა რომელიმე პარტიული, ცალკეული დეპუტატის ან პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც სრულად ვიზიარებთ და ასევე მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნდეს და იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რომელიც გვაერთიანებს. ჩვენი სულისკვეთებაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს და საპარლამენტო ცხოვრება ერთად გავაგრძელოთ, რაც არის 27 ევროპული სახელმწიფოს სულისკვეთებაც,“ - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს